ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

მანფრედ ვებერი - ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-ის დახმარების გარეშე ომისთვის და შექმნას საკუთარი ატომური ფარი

ნახვები: 584 მანფრედ ვებერი - ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-ის დახმარების გარეშე ომისთვის და შექმნას საკუთარი ატომური ფარი

„ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის, მანფრედ ვებერის თქმით, ევროპა უნდა მოემზადოს აშშ-ის დახმარების გარეშე ომისთვის და შექმნას საკუთარი ატომური ფარი.

ამის შესახებ განცხადება ვებერმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ გვინდა ნატო, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ ისეთი ძლიერები, რომ თავი დავიცვათ მის გარეშეც ან ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში“, – ამბობს ვებერი.

ევროპარლამენტში ყველზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ აშშ-ში პრეზიდენტად, ევროპამ უნდა შეძლოს საგარეო პოლიტიკაში საკუთარი პოზიციის დაცვა და სამხედრო კუთხით თავდაცვაც.

„ყველამ ვიცით, როდესაც საქმე კრიტიკულ სიტუაციამდე მიდის, ბირთვული შესაძლებლობები გადამწყვეტი ხდება. ვისურვებდი ბირთვული თავდაცვის ევროპული განზომილება გრძელვადიან ამოცანად ვიხილო“, – ამბობს „პოლიტიკოსთან“ საუბარში „ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერი.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთთან კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობას.

„მათაც აქვთ სირთულეები უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მათაც უთავდებათ ფული ორი ავიამზიდისთვის, რომელიც მათ აქვთ. მათთვისაც რთულია შესაძლებლობების შენარჩუნება. ამ კონტექსტში, შესაძლოა, ახლა მოვიდა დრო დიდ ბრიტანეთთან ორგანიზებული სტრუქტურული დიალოგისთვის“, – აცხადებს ვებერი.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა ევროპის მოქალაქეებს არსებული საფრთხეები არ უნდა დაუმალონ.

„ჩვენ გულწრფელი უნდა ვიყოთ ხალხთან. არ უნდა დავმალოთ საფრთხე, რომელიც პუტინისგან მოდის და არ უნდა შევქმნათ შეგრძნება, თითქოსდა ყველაფერი ძალიან ცუდად არ იქნება“, – განაცხადა ვებერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა