ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

კირილ ბუდანოვი "ილ-76”-ის ჩამოვარდნაზე - თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ აგრძელებს ცხედრების დამალვას?

ნახვები: 583 კირილ ბუდანოვი "ილ-76”-ის ჩამოვარდნაზე - თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ აგრძელებს ცხედრების დამალვას?

“ილ-76”-ის სიტუაცია გაურკვეველია, რუსეთი ცხედრებს არ აჩვენებს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლომდე პასუხის გაცემა, რა მოხდა, არცერთ მხარეს არ შეუძლია.

"სამწუხაროდ, უნდა მოვახდინოთ კონსტატაცია, რომ არცერთ მხარეს არ შეუძლია ბოლომდე პასუხის გაცემა, თუ რა მოხდა იქ. რუსეთის პოზიცია გასაგებია - ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პოზიციისთვის გაურკვეველი ფაქტორების რიგი არსებობს... ეს, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ მათ არ აჩვენეს მინდვრები, რომლებიც ცხედრებით, ნარჩენებითაა სავსე, როგორც უდნა ეჩვენებინათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაედანაშაულებინათ უკრაინა, მაგრამ ესეც კი არ არის. ანუ სიტუაცია ბოლომდე გასაგები არაა. თუ ეს ისე მოხდა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, მაშინ რატომ მალავდა რუსეთი რამდენიმე დღე და აგრძელებს ცხედრების დამალვას? მათ ხომ ეს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ: “ნახეთ, უკრაინელები მკვლელები არიან”. მაგრამ არ არის ცხედრები, არაფერი არ არის,” - განაცხადა ბუდანოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა