თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

თურქეთში, იტალიურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ნახვები: 564 თურქეთში, იტალიურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

თურქეთის ხელისუფლებამ ორი შეიარაღებული პირი დააკავა, რომლებმაც სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეიდები განახორციელა და 47 ადამიანი, მათ შორის ორი თავდამსხმელი, დააკავა.

"ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულები არიან", - აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მანამდე, სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მათ „ტელეგრამზე“ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდასხმა იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, ებრაელები და ქრისტიანები მიზანში ამოიღონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა