ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

რომან გოცირიძე - ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს

ნახვები: 576 რომან გოცირიძე - ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს

ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს - არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს, - ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასება.

პარლამენტში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. მან ამ კონტექსტში მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო კანონმდებლობა დაასახელა.

გარდა ამისა, გოცირიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი არც სამუშაო ჯგუფების შექმნას აპირებს, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების, მათ შორის ოპოზიციის ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა იქნებოდა შესაძლებელი.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციამ პროცესს საკუთარ მცდელობები არ უნდა დააკლოს.

„არის საკითხები, რომელთა ნაწილობრივი შესრულებაა შესაძლებელი და ასევე, არის ისეთი საკითხები, რომელზეც ევროკავშირის მხრიდან არის ნაკლები მოთხოვნა - ეს შეიძლება განხორციელდეს.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდანაც მხოლოდ სამი შესრულდა და მათ შესრულებასაც ზეწოლა სჭირდება. ამიტომ ოპოზიციამ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. პროცესში გამოჩნდება რამდენად არის შესაძლებელი ამა თუ იმ რეკომენდაციის შესრულება - ყვავს რომ კაკალს გააგდებინებ, ესეც საქმეა, მაგრამ მთლიანობაში არსებითი ცვლილებების გატარებას არ აპირებენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა