თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მიზანია, მომავალი კვირის ბოლოსკენ უკვე ახლად დამტკიცებული მთავრობა გვყავდეს

ნახვები: 555 შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მიზანია, მომავალი კვირის ბოლოსკენ უკვე ახლად დამტკიცებული მთავრობა გვყავდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ხოლო პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

მისივე თქმით, მათი მიზანია, საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველი კვირის ბოლოს საქართველოს ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს და დამტკიცდეს.

„ხვალ პარტიის ყრილობის მთავარი ამოცანა არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა, ასევე, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ასე, რომ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ, ქართული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის, შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელიც ხვალ მიღებული იქნება. ხვალ არის პოლიტსაბჭო, პოლიტსაბჭოს შემდეგ ყრილობა იქნება და ყველა ის საკითხები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს ოფიციალურად წარდგენილი იქნება.

რაც შეეხება ახალი მთავრობის და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას, მას შემდეგ რაც პოლიტსაბჭოზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა, დამტკიცება მოხდება, პროცედურა შემდეგ პარლამენტი გადმოინაცვლებს, სადაც ფრაქცია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს, ჩვენი მიზანი არის, რომ მომავალ კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსკენ უკვე ახლად დამტკიცებული მთავრობა გვყავდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა