არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს

ეკონომიკურ ნაწილში ღარიბაშვილისგან მხოლოდ პოპულისტური ტყუილები დაგვამახსოვრდა - აკაკი ცომაია

ნახვები: 580 ეკონომიკურ ნაწილში ღარიბაშვილისგან მხოლოდ პოპულისტური ტყუილები დაგვამახსოვრდა - აკაკი ცომაია

,,ერთადერთი რაც გვახსენდება ყოფილი პრემიერის მოქმედებებიდან და განცხადებებიდან, ეს პოპულისტური ტყუილებია. ყურადღებას მუდმივად ამახვილებდა ეკონომიკის ნომინალურ ზრდაზე და ყურადღებას არ აქცევდა იმას, რომ ნომინალთან ერთად, იზრდებოდა ფასების დონეც," - ასე შეაფასა ეკონომისტმა, აკაკი ცომაიამ ირაკლი ღარიბაშვილის მეორე პრემიერობის თითქმის სამი წელი.

მისი თქმით, ღარიბაშვილი არ ყოფილა პრემირი, რომლის ქმედებებიც, ეკონომიკის ზრდის გრძელვადიან ტემპს დააჩქარებდა.

"ეკონომიკურ ნაწილში, არაფერი ყოფილა ისეთი, რაც ღარიბაშვილს ,,ქართული ოცნების" სხვა პრემიერობისაგან გამოარჩევდა. ეკონომიკა ვითარდება იმ გზით, როგორც ის ვითარდებოდა ხელისუფლების ცვლილებამდე. საშუალო და გრძელვადიან ზრდას თუ ავიღებთ, მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე ეკონომიკა იზრდებოდა 5%-ით, 2012-2023 წლებში კი, 4.5-4.6%-ით, ანუ ცოტა უფრო ნაკლებით. ამდენად, იმის თქმა რომ რამე რეფორმა გატარდა, რომელმაც ეკონომიკის ზრდის ბუნებრივი ტემპი შეცვალა, ან პოტენციური ზრდის ტემპი დააჩქარა. ამას გვაჩვენებს გრძელვადიანი ტრენდი.

ზოგადად, რეგულაციები, რომელიც ასევე გვახსოვს ღარიბაშვილის პრემიერობიდან, დადებითად ვერ იმოქმედებდა ეკონომიკაზე. შეზღუდვები თავისთავად წარმოქმნის სხვა პრობლემებს, თუ რამე საკითხს აგვარებს, საზოგადოება ამის ფასს სხვაგვარად იხდის, რასაც არავინ ითვლის და აფასებს. ერთადერთი რაც გვახსენდება ყოფილი პრემიერის მოქმედებებიდან და განცხადებებიდან, ეს პოპულისტური ტყუილებია. ყურადღებას მუდმივად ამახვილებდა ეკონომიკის ნომინალურ ზრდაზე და ყურადღებას არ აქცევდა იმას, რომ ნომინალთან ერთად, იზრდებოდა ფასების დონეც", - განაცხადა ცომაიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, - ამის შესახებ, მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდება.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს პირველად 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა, რის შემდეგაც გადადგომის განცხადება თავად გააკეთა და თქვა, რომ თანამდებობა არასოდეს ყოფილა მისი თვითმიზანი. რაც შეეხება მეორედ გაპრემიერებას, ღარიბაშვილი თანამდებობაზე 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე იყო.

bm.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა