კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - გვახსოვს განცხადებები, რომ თუ ივანიშვილი დაბრუნდებოდა, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა, ამიტომ ჩიქოვანისგან მაინტერესებს, არის თუ არა ამის საშიშროება?

ნახვები: 512 ხატია დეკანოიძე - გვახსოვს განცხადებები, რომ თუ ივანიშვილი დაბრუნდებოდა, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა, ამიტომ ჩიქოვანისგან მაინტერესებს, არის თუ არა ამის საშიშროება?

ივანიშვილმა კობახიძეს არ მისცა საშუალება, დაენიშნა საკუთარი გუნდი, სწორედ ამიტომ მან არავინ შეცვალა ჩიქოვანის გარდა - როგორც აღმოჩნდა, ჯუანშერ ბურჭულაძის გამო ყოფილა ის ყველაფერი, რაც არ მოსწონდა ივანიშვილს, ეს ცოტა სასაცილოა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ერთი გვარის მეორეთი ჩანაცვლებით, არაფერი შეცვლილა და მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას მისი ნდობა არ ექნება.

„ყველა მინისტრი არის იგივე, გარდა თავდაცვის მინისტრისა. ირაკლი კობახიძეს არ მისცა უფლება ივანიშვილმა, რომ დაენიშნა ახალი მინისტრები. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, იგი მოსულიყო და მთავარ საკითხზე, უსაფრთხოების კონტექსტში ესაუბრა მის ხედვაზე. რაც შეეხება კითხვებს, მე შს მინისტრისგან მაინტერესებს ის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელიც ეხება ნარკოტიკებს, ეს ეხება მაგალითად „ფენტალინს“, რომელზეც შემაშფოთებელი სტატისტიკაა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მე მაინტერესებს, რას აკეთებს შსს გარდა იმისა, რომ მთელ პოლიციას ამუშავებს ოპონენტების დევნისთვის. ასევე, მაინტერესებს, იქნება თუ არა ახალი ვერტმფრენები, მობილური შვეულფრენები სამაშველო სამსახურისთვის. შოვის ტრაგედიისას თქვენ იცით, რომ ამის სერიოზული პრობლემა იყო. ასევე, თავდაცვის მინისტრისგან არაფერი ახალი არ მომისმენია ნატოს მიმართულებით.

მინდა ღიად და საჯაროდ ვთქვა და კომიტეტზეც ვთქვი, გვახსოვს უმრავლესობის განცხადებები, რომ თუკი ივანიშვილი შემობრუნდება პოლიტიკაში და ამას აძალებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაშინ გაიხსნება მეორე ფრონტი. მე მაინტერესებს, ახლა ჩიქოვანის დამოკიდებულება როგორია - არის თუ არა მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება? ამ კონტექსტში, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის მთავარი დათქმა არის სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

ჩემი ნდობა, რა თქმა უნდა, ამ მინისტრთა კაბინეტს არ ექნება, რადგან არაფერი შეიცვალა ერთი გვარის მეორეთი ჩანაცვლებით. ერთადერთი, რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ჩემი მოსაზრებაა, რომ ივანიშვილმა კობახიძეს არ მისცა საშუალება დაენიშნა საკუთარი გუნდი და მან სწორედ ამიტომ არავინ შეცვალა ჩიქოვანის გარდა. როგორც აღმოჩნდა, ჯუანშერ ბურჭულაძის გამო ყოფილა ის ყველაფერი, რაც არ მოსწონდა ივანიშვილს, ეს ხომ ცოტა სასაცილოა,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა