გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ძლიერი ქარი და წყალდიდობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ნახვები: 499 ძლიერი ქარი და წყალდიდობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა.

ქარმა გადახადა სახურავი საცხოვრებელ სახლებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დაზიანდა ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავი, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

დაზიანებულია სოფელ ჩხორიის კულტურის სახლის სახურავი. სტიქიამ ზარალი მიაყენა ეთნოსოფელ სისა ტურას.

ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში ხეები მოგლიჯა. გზის სავალი ნაწილების გაწმენდა ღამითვე მოხდა.

ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

წყალდიდობაა ანაკლიაში. მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები ოჯახები დაიტბორა.

ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ღამით მოხდა ზვავის შედეგად ჩარჩენილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა.

პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა