ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის

ნახვები: 573 პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის

დღეს, 

8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა - “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გავა.

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით განიხილავს და უყრის კენჭს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც კომიტეტების, ასევე ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში.

პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო - ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ცვლის.

მთავრობა პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა:

პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება - ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანია წარდგენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა