ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის განცხადებაზე - ეს არის ღია ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის

ნახვები: 585 პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის განცხადებაზე - ეს არის ღია ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის

ეს არის ღია ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის. სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტისადმი გაკეთებულ მოწოდებას, რომ სახალხო პლატფორმა ქუჩაში გადაიტანოს.

კობახიძის თქმით, არც ერთ შემთხვევაში აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსი არ აქვს.

„ეს არის ღია ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის. სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ასე არც ისე ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს“,- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ელის თუ არა მთავრობის მეთაური პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის რესურსი არ არსებობს.

„ამის რესურსი არ არსებობს. ჩვენ მთავარია უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი/ ჩვენ მოვახერხეთ მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრად უფრო რთულ პერიოდში შეგვენარჩუნებინა ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის არ მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას“, - განაცხადა კობახიძე.

რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებას, პრემიერის თქმით, ეს ამ საკადრო გადაწყვეტილებებით მათ რესურსი ვერ შეემატებათ.

„ჩემთვის არ არის ეს საინტერესო, თვითონ შეუძლიათ მიიღონ პარტიის შიგნით საკადრო გადაწყვეტილებები, ამით მათ რესურსი ვერ შეემატებათ. ეს აბსოლუტურად მათი შიდაპარტიული საქმეა“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე კი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს შიდა თამაშებია და საპასუხოდ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ 60%-იანი რეიტინგი და ძალიან მყარი პოზიციები აქვს. „ეს არის შიდა თამაშები, შიდა გადათამაშება. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები წინასაარჩევნოდ -60%-მდეა. ჩვენი რეიტინგი. მთავარია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა