ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

პეტრე ცისკარიშვილი - ვისურვებდი, რომ სააკაშვილი იყოს "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი

ნახვები: 667 პეტრე ცისკარიშვილი - ვისურვებდი, რომ სააკაშვილი იყოს "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი

ენმ-ის წევრების დიდი სურვილია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პრემიერობის თანამდებობა დაიკავოს, ამის შესახებ ენმს გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ტვპირველის გადაცემაში - "საჯარო პოლიტიკა" განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი მთავრობის წარმომადგენლებს პუტინის ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ და ვიცით, ვინც არის ამ პარტიის, ამ მოძრაობის დამფუძნებელი ლიდერი. ვისურვებდით, რომ ის იყოს. მე პირადად ვისურვებდი, რომ ის იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი მისაღებია ეს გადაწყვეტილება. ის, რომ სააკაშვილი მოქალაქე არ არის საქართველოში, ბიძინა ივანიშვილიც არ იყო მოქალაქე და მივიღეთ სპეციალურად საკონსტიტუციო ცვლილება, ამიტომ მისცენ მაშინ მიშას მოქალაქეობა და გამოუშვან ციხიდან. როგორ წარმოგიდგენიათ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ჰყავდეთ გამოკეტილი მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია დაწყებულია, ხალხი დადის, ერთამენთს ხვდება, ხელს ართმევენ", - ამბობს ცისკარიშვილი.

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა