Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries
Europe must be involved in decisions on ending war – Zelensky

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი არ იჭერს მხარეს, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას

ნახვები: 488 პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი არ იჭერს მხარეს, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას

ევროკავშირი არ იჭერს რომელიმე მხარეს, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

„ეს არის საქართველოსთვის გასული წლის დეკემბერში განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ნომერი მეორე ნაბიჯი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინ მიმართა ეუთო/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის თხოვნით. ყველა ჩვენი წევრი სახელმწიფო, რომლებიც ეუთო-ს წევრები არიან, მხარს დაუჭერენ ამას. დავიწყე ევროკავშირის ელჩების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან. განზრახული გვაქვს, რომ ყველა მათგანს შევხვდეთ მომავალი თვეების განმავლობაში, რათა ინფორმირებული ვიყოთ სხვადასხვა იდეის, სხვადასხვა საარჩევნო პროგრამის შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ელექტრონულ კენჭისყრას, ოქროს სტანდარტი არ არსებობს, „ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ეს აქვს, ზოგს - არა“.

„რეალურად, უმეტესობას არ აქვს. ასე რომ, ვერ გამოვხატავ აზრს ამასთან დაკავშირებით. რაც შემიძლია ვთქვა და მსურს, ეს ვთქვა ხმამაღლა, არის ის, რომ გულწრფელად ვიმედოვნებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და გვექნება არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას, წარმოადგინოს თავისი პროგრამა და შეძლოს კონკურენციის გაწევა“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა