Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries
Europe must be involved in decisions on ending war – Zelensky

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს იღებს, აიზენკოტის ბლოკი კი – 47-ს

ნახვები: 266 ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს იღებს, აიზენკოტის ბლოკი კი – 47-ს
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 41,9%-ის დათვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს. საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 57 მანდატს მოიპოვებს, მისი მთავარი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი – 47 მანდატს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

წინასწარი შედეგებით, 12 მანდატს იღებს „ერთობლივი სია“ – ძირითადად არაბული პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომელიც არცერთ ბლოკს არ მიეკუთვნება. კიდევ ოთხ მანდატს მოიპოვებს პარტია „რაამი“.

ამ მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკს საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 61 მანდატამდე ოთხი ადგილი აკლდება. ამდენად, მთავრობის ფორმირების საკითხი საბოლოო შედეგებსა და შესაძლო კოალიციურ შეთანხმებებზე იქნება დამოკიდებული.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 77,7% შეადგინა.

ხმების დათვლა გრძელდება და მანდატების წინასწარი განაწილება შესაძლოა შეიცვალოს.

წყარო: The Times of Israel

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა