ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის შერყევას ცდილობს

ნახვები: 585 რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის შერყევას ცდილობს

დასავლეთი ცდილობს შეარყიოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში და ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

„ვხედავთ დასავლელების სურვილს შეარყიონ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ასევე ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას, რამაც ამ რეგიონებში სიტუაციის გამწვავება გამოიწვია “, - განაცხადა პატრუშევმა.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა. 13 თებერვალს, დილით, საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ საპასუხო ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც სომხური საბრძოლო პოსტი გაანადგურეს. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად მათი 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა