ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

სებ-მა ბანკებს რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა შეუმცირა

ნახვები: 574 სებ-მა ბანკებს რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა შეუმცირა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კომერციული ბანკებისთვის რუსეთის მოქალაქეთა მიერ განთავსებული დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნის 80%-დან 40%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო - რითიც ის სხვა ქვეყნის მოქალაქეთა დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნას გაუთანაბრა.

დეპოზიტების ლიკვიდობის განაკვეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სებ-მა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გაზარდა, თუმცა განახლებული შეფასებით, ამ განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას და ის კვლავ 40%-მდე შემცირდება. შესაბამისად, ბანკებს ამ გადაწყვეტილებით ახალი კრედიტების გასაცემად დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსები გამოუთავისუფლდათ.

"კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტები, რეზიდენტებთან შედარებით ნაკლებად სტაბილური ხასიათით გამოირჩევა. შესაბამისად, ეროვნული ბანკს მსგავსი დეპოზიტებისათვის ლიკვიდობის უფრო მაღალი მოთხოვნა აქვს დაწესებული. გასულ წელს, საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ჭარბი ზრდიდან მომდინარე რისკების შერბილების მიზნით, ლიკვიდობის მოთხოვნა (გადინების განაკვეთი) 80%-მდე გაზარდა.

ნიშანდობლივია, მას შემდეგ რუსეთის რეზიდენტების ანგარიშებისა და ანაბრების მოცულობა დასტაბილურდა, ხოლო წილი მთლიან დეპოზიტებში შემცირებულია. ასევე, ამ რესურსის ძირითად ნაწილს ბანკები ლიკვიდურ აქტივებში ინარჩუნებენ და არ ხდება გრძელვადიანი სტაბილური ვალდებულებების ჩანაცვლება. ცალკეული შეფასებებით და გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული ანაბრების მყისიერი გადინება ნაკლებად მოსალოდნელია. შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის ლიკვიდობის მოთხოვნის სხვა არარეზიდენტი დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნის თანაზომიერად (საშუალოდ, 40%) დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ბანკებს ეძლევათ რეკომენდაცია, აწარმოონ არარეზიდენტების ანაბრების კომპოზიციის რეგულარული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, შეარბილონ რისკები ლიკვიდობის ადეკვატური შიდა ბუფერით", - ნათქვამია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტები მთლიანი დეპოზიტების 7%-ს შეადგენს, რაც 3.5 მილიარდ ლარს შეადგენს. სულ უცხოეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 7.6 მილიარდ ლარს ინახავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა