თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილისგან ვინც სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვს, ან უვიცია, ან შეგნებული პოლიტიკური შეტევაა

ნახვები: 564 ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილისგან ვინც სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვს, ან უვიცია, ან შეგნებული პოლიტიკური შეტევაა

სალომე ზურაბიშვილს ვინც აწვებიან, გინდა თუ არა, შეიწყალოს სააკაშვილი, ან უვიცები არიან, ან შეგნებული პოლიტიკური შეტევაა, რომ როგორღაც გააშავონ სალომე ზურაბიშვილი და სააკაშვილს რაღაც იმედი შეუქმნან, ვითომ რაღაცას აკეთებენ მის გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, იურიდიულად სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვერ შეიწყალებს.

„სალომე ზურაბიშვილს ვინც აწვება, გინდა თუ არა, შეიწყალოს სააკაშვილი, ან უბრალოდ უცოდინარია, არ იცის, რომ ტექნიკურად და იურიდიულად ზურაბიშვილი, უბრალოდ, ვერანაირად ვერ შეიწყალებს. შეწყალება მხოლოდ დამდგარი განაჩენის შემდეგ ხდება. სააკაშვილს ერთი დამდგარი განაჩენი და ორი მიმდინარე ბრალი აქვს. შესაბამისად, გამორიცხულია, წინსწრებად ხომ ვერ შეიწყალებს, ინდულგენცია ხომ არ არის ეს შეწყალება? ან უვიცები მოითხოვენ ამას, ან არის შეგნებული პოლიტიკური შეტევა, რომ როგორღაც გააშავონ სალომე ზურაბიშვილი და სააკაშვილს რაღაც იმედი შეუქმნან, ვითომ რაღაცას აკეთებენ მის გასათავისუფლებლად, თორემ სხვანაირად, უბრალოდ, აუხსნელია ამ უცოდინარობის გამოვლენა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა