ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ილია დარჩიაშვილი - ორმხრივ ფორმატებში მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს

ნახვები: 588 ილია დარჩიაშვილი - ორმხრივ ფორმატებში მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს

საქართველო ყოველთვის იყენებდა მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმს, რათა მოგვეხდინა ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა და გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა პარტნიორებთან იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არის ჩვენს რეგიონსა და რეგიონის მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიუნხენში განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, მიუნხენში შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

„ეუთო, როგორც ცნობილია, არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით. მე ის მოვიწვიე საქართველოში და ველოდები ძალიან მალე, რომ ჩამობრძანდება საქართველოში და ადგილზე გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არსებობს ჩვენს რეგიონში. ასევე, მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები აშშ-ის დელეგაციასთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, რომელთანაც ვისაუბრეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებზე. ასევე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გენერალ კავოლისთან, რომელიც არის სარდალი ევროპაში აშშ-ის ჯარების. მან ძალიან კარგად იცის ჩვენი ქვეყანა, იცის რეგიონსა და ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებული გამოწვევების შესახებ და მქონდა ძალიან საინტერესო აზრთა ურთიერთგაცვლა მასთან“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, პარალელურად იმართება ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრები.

„მქონდა გაცნობითი შეხვედრა ჩემს ახალ დანიშნულ ფრანგ კოლეგასთან. საფრანგეთი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და სწორედ მასთან თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ გზაზე, რათა გავხსნათ ჩვენ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. სწორედ ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად ორმხრივ ფორმატებში ვმუშაობთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს. გრძელდება ასევე შეხვედრები სხვა მიმართულებითაც. მე მექნება ასევე საორგანიზაციო თვალსაზრისით მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრებთ მასთან ერთად, თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანესი პლატფორმის ფორმატებში და ესეც, დარწმუნებული ვარ, მოიტანს ახალ შესაძლებლობებს მომავალში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა