ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

კამალა ჰარისი - გვინდა, საბოლოოდ ვიხილოთ, რომ უკრაინა ომიდან გამოვა როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ერი

ნახვები: 588 კამალა ჰარისი - გვინდა, საბოლოოდ ვიხილოთ, რომ უკრაინა ომიდან გამოვა როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ერი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

„ჩვენი კოლექტიური ძალის გამო, ეს ომი პუტინისთვის სრული მარცხი იყო. შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებშია ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება. ისტორია გვიჩვენებს – თუ პუტინის მსგავს აგრესორს მივცემთ უფლებას, დაუსჯელად აიღოს მიწა, ისინი განაგრძობენ ამის კეთებას. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი აუნაზღაურებს უკრაინას ზარალს და გვინდა, საბოლოოდ ვიხილოთ, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ერი“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტზეც და აღნიშნა, რომ მის მეუღლესთან შეხვედრისას დიდი მწუხარება და აღშფოთება გამოხატა.

„მე ვიტყვი, რომ ალექსეი ნავალნი იყო მამაცი ლიდერი, რომელიც წინ აღუდგა კორუფციას და ავტოკრატიას. ის იცავდა სიმართლეს. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი დასტურია. ის გვახსენებს, თუ რატომ არის ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ასე მნიშვნელოვანი”, – დასძინა ჰარისმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინისთვის მთავარი საკითხი აშშ-ის მხარდაჭერის შენარჩუნებაა.

„ეს პაკეტი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს არ განვიხილავთ ალტერნატივებს, რადგან ჩვენ გვაქვს აშშ-ის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის იმედი. ჩვენ თუ ვისაუბრებთ ალტერნატივაზე, ეს ნიშნავს, რომ ის არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომაც, არ განვიხილავ ასეთ ალტერნატივას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს პაკეტი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა