ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ჯოზეფ ბორელი - ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ საომარ სიტუაციაში ვართ

ნახვები: 586 ჯოზეფ ბორელი - ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ საომარ სიტუაციაში ვართ

მე ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ საომარ სიტუაციაში ვართ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფრენეციაზე გააკეთა.

„არ მგონია, რომ ევროპაში უმაღლეს პოლიტიკურ, საშუალო დონეზე მყოფი პირები და, ზოგადად, საზოგადოება ხვდება, რომ ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. დღეს ვერ იტყვი, კი ბატონი, მაგრამ, მოდი, დავიცადოთ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომაზე გადავწყვიტოთ, ერთ თვეში. არა, რადგანაც სამ თვეში შეიძლება, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყოს ბრძოლის ველზე. ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპარლამენტის არჩევნებს და ვერ დავიწყებთ მეტ დეტალებში ჩაღრმავებას. ეს პოლიტიკის სხვა განზომილებაა. ამ სიტუაციაში ხალხი უფრო მეტად სწრაფი, მოქნილი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ბევრი სტრატეგია, მაგრამ ძალიან ცოტა მოქმედება“, – განაცხადა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა