ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დააკონკრეტოს, ვისთან კოალიციისკენ მოგვიწოდებს

ნახვები: 579 არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დააკონკრეტოს, ვისთან კოალიციისკენ მოგვიწოდებს

ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირი კოალიციას არ ვაპირებთ და სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დააკონკრეტოს, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს - თუ ის ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე საუბრობს, მათ ყველანაირი კოალიცია უკვე მოსინჯული აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, კოალიციაზე საუბარი, მითუმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს ოპოზიციის სპიკერი, რეალობის დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„პირველ რიგში, მან უნდა აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს ჩვენ. „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერა, იმისთვის რომ ჩვენ შემდეგ არჩევნებში მყარი უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში და კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად დავაკომპლექტოთ მთავრობა. შესაბამისად, კოალიციაზე საუბარი ახლა, მითუმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს ოპოზიციის სპიკერი, რა თქმა უნდა, ემსახურება რეალობის დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

თუ ის საუბრობს ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე, ესეც არის, რა თქმა უნდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, იმიტომ, რომ ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ, ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძალა რეალურად იქ არ არის. რეალურად აქ არის ერთი გაერთიანება. ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არანაირი კოალიციის მორალური უფლება არ აქვს. კონკრეტულად მინდა გითხრათ - ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმ ძალასთან, რომელიც ქვეყანაში რეკეტს ახორციელებდა, არანაირი კოალიციას არ ვაპირებთ და ვთხოვ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, დააკონკრეტოს და აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა არის 60% და ჩვენ შეგვიძლია დავაკომპლექტოთ მთავრობა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ “ - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საქართველოში კოალიციური მთავრობა იქნება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული.

„თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს) ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა