კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, რას იზამს სააკაშვილთან დაკავშირებით

ნახვები: 512 ხატია დეკანოიძე - ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, რას იზამს სააკაშვილთან დაკავშირებით

მესმის პარტნიორების შეშფოთება სააკაშვილის პატიმრობაზე, განსაკუთრებით ნავალნის მკვლელობის შემდეგ, ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, რას იზამს, თუმცა კარგი იქნებოდა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა პოლიტიკური მართლმსაჯულების ფაქტორების გარეშე გაევლო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ჩემი პოზიცია არ შემიცვლა. ამ სასამართლოს და მართლმსაჯულების პირობებში ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის პატიმრობაში. მათ შორის, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მტკიცებულებების სტანდარტი, კანონის უზენაესობა და ყველა პრინციპი უნდა იყოს დაცული. ამიტომ მე მესმის ჩვენი პარტნიორების შეშფოთება, განსაკუთრებით ალექსანდრე ნავალნის მკვლელობის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, რას იზამს, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ევროინტეგრაციის ამ გზას პოლიტიკური მართლმსაჯულების ფაქტორების გარეშე გაივლიდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება კითხვას მიუნხენში სალომე ზურაბიშვილის მთავრობის ნებართვის გარეშე წასვლასთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძის თქმით, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს საქართველოს პოზიციას და ის საკმაოდ კარგ აქცენტებს სვამს, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.

„კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და პოზიციას და არ წარმოადგენს, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც სრულიად ანტიდასავლურია. ზურაბიშვილი საკმაოდ კარგ აქცენტებს სვამს ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამავდროულად, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. დეკანოიძის თქმით, პროდასავლური ძალების კოალიცია ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

„ამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლეპტოკრატია საშიშროებაა ქვეყნისთვის. კოალიცია არის ბალანსი და შეთანხმებაზე, კონსენსუსზე დაფუძნებული მმართველობა. ვიზიარებ, რომ პროდასავლური ძალების კოალიცია ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა