კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ნახვები: 512 ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ დღეს განაცხადა.

„სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და მივიღოთ დამატებითი ზომები. საჭიროების შემთხვევაში“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დააწეს, შემდეგ კი იმავე წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის გამოცხადების საპასუხოდ.

იანვარში საბჭომ ასევე „უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების“ გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2024 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვს აგრესიის საპასუხოდ სანქციების 12 პაკეტი დააწესა და მე-13 პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც, სავარაუდოდ, 24 თებერვალს გამოქვეყნდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა