ზელენსკი: ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს მისი დასუსტება სურს – დიზელზე შეთანხმება პუტინისთვის მარტივი გამარჯვებაა
სალომე ზურაბიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქცა - პარტიების აკრძალვა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას გააძლიერებს
დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში ადანაშაულებს და პროკურატურას პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება - ევროკომისიამ გამომსვლელთა სია გამოაქვეყნა
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day

ნიკა გვარამია - გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში ვხედავ

ნახვები: 535 ნიკა გვარამია - გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში ვხედავ

გახარიასთან დაკავშირებით, მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც გაბედა და ეს თქვა. გავიმეორებ ჩემს ნათქვამს, გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით მე კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, გახარიასთან ერთადერთი შეკითხვა აქვს და ის უკავშირდება მომავალს, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები, ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია.

„ალბათ გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვები. მე მასაც და ყველა დანარჩენს ვთავაზობ, წარსულზე ვილაპარაკოთ, უსაფრთხო მომავალში როცა ვიქნებით. დღეის მდგომარეობით, ჩვენ წარსულზე ლაპარაკით შეიძლება, მომავალი დავკარგოთ და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში. თუ წარსულის განსჯა, განქიქება და ერთმანეთის თრევა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შვილების, ჩვენი სამშობლოს წარმატებული, ევროპული მომავალი, კი ბატონო, დავკავდეთ ამით. მე არ ვაპირებ, ვისაც უნდა დაკავდეს ამით. მე გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და ის უკავშირდება მომავალს – რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები, ძალიან დაბალია ამის ალბათობა, მაგრამ მაინც დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია. ეს არის ჩემი შეკითხვა“, – განაცხადა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, გვარამიას შეფასებით, კვლევები აჩვენებს, რომ არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები, გაუგებარი განცხადებები და ძირითადად ოპოზიციაზე თავდასხმები გახარიას პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერს ქვეშ მყოფ პარტიად აქცევს.

„ყველა კვლევა, რაც მინახავს, შიდა კვლევები, რომლებიც არ ქვეყნდება, რადგან კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაცული არ ყოფილა, აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ასევე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები, ასევე, ჩემთვის გაუგებარი განცხადებები და ძირითადად ოპოზიციაზე თავდასხმები გახარიას პარტიას აქცევს 5-პროცენტიანი ბარიერს ქვეშ მყოფ პარტიად. ასე თუ გაგრძელდა, დარჩება იქ, სადაც ახლა არის და ცუდია, რომ ეს ასე იყოს. ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის სასურველი სცენარი, რადგან გახარია ხმებს იღებს ბიძინა ივანიშვილის ყულაბიდან. თუ ის ასე გააგრძელებს, ჩააბრუნებს ამ ხმებს ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, – „გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში თუ ხედავ?“ – გვარამია პასუხობს: „ვხედავ, თუ ის ოპოზიციური პარტიაა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა