ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველოს პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე

23.02.2024 ნახვები: 553

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში გათვალისწინებული არ ყოფილა, მათ შორის შარშან ის არ იმყოფებოდა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, თუ რატომ არ მიიწვია პრეზიდენტი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ცერემონიალზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ შარშან პრეზიდენტს მოწვევა ჰქონდა ამ ღონისძიებაზე, თავად არ გამოცხადდა.

„ჰკითხეთ მას მიზეზი, არ ვიცი, რატომ არ მოვიდა. შესაბამისად, ის შარშანაც არ იყო და წელსაც არ ყოფილა. რაც შეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს მის საქციელთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია, მე ამაზე გუშინაც ვისაუბრე. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, კიდევ ერთხელ ვამბობ შარშან ის მოწვეული იყო, არ გამოცხადდა ამ ღონისძიებაზე და წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, შეუძლია. გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილის თქმით, ღონისძიებაზე „ყველა დეპუტატი იყო მოწვეული, ვისაც ჰქონდა სურვილი, რომ პატივი მიეგო იუნკერთა ხსოვნისთვის“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით დღეს შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, რის შემდეგაც პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.

„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა