ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

მიხეილ დაუშვილი - ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ მიეკაროს სასამართლო რეფორმას

ნახვები: 588 მიხეილ დაუშვილი - ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ მიეკაროს სასამართლო რეფორმას

პირდაპირ გეტყვით, რომ პროექტი, რომელსაც წარმოადგენს და ლობირებს „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს „ვეტინგის“ პროგრამას.

მისივე თქმით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით დაუკავშირდეს სასამართლო რეფორმას.

„პირდაპირ გეტყვით, რომ პროექტს, რომელსაც წარმოადგენს და ლობირებს „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ რაიმე ფორმით მიეკაროს სასამართლო რეფორმას მაშინ, როდესაც დღევანდელი სასამართლო მათი შექმნილია და მერე „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა. ეს მანკიერებები რაც არის, მათი შექმნილია. მეორე, განსაკუთრებით რის მერეც არ აქვთ უფლება რომ ამ სფეროს გაეკარონ, მათ გასულ წელს „ოცნებას“ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დაკომპლექტებაში, ამის შემდეგ საერთოდ „ნაცმოძრაობამ“ სასამართლო რეფორმაზე არც უნდა ილაპარაკოს“, - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს წინადადება, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე მოხდეს.

მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის გასატარებლად სთავაზობს, საქართველოს მსგავსი პრობლემების მქონე ქვეყნისთვის ზუსტად შესაბამისია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა