თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის ცენტრალურ ნაწილში 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

ნახვები: 564 მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის ცენტრალურ ნაწილში 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის ცენტრალურ ნაწილში 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციამ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 15 დაშავდა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფაჰი, სადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში არაბულ ანკლავში 100 ადამიანი დაიღუპა და 132 დაშავდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტს მიმართა, არ იმოქმედოს რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმის გარეშე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა