ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

რომან გოცირიძე ნათია თურნავას - წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო

ნახვები: 588 რომან გოცირიძე ნათია თურნავას - წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო

წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო. რაღაცას რომ თეთრი ძაფით კერავთ, ცოტა შავი მაინც შეურიეთ, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

დეპუტატი გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, სადაც 150 000-ზე მეტი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ამასთან რომან გოცირიძემ „ლიბერთი ბანკზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ბანკი არის ხელისუფლების პროპაგანდისტი პირის მიერ დაფუძნებული, რომელიც ძარცვავს პენსიონერებს“.

„პენსიონერებზე ზრუნვისთვის ნიანგის ცრემლები გადმოღვარეთ. რომ არა ინტერპელაცია, რომ არა ალეკო [ელისაშვილი], რომ არა სხვები, ვინც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიბარა ეს საკითხი კიდევ ათი წელი იქნებოდა გადაუწყვეტელი. წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო. რაღაცას რომ თეთრი ძაფით კერავთ ცოტა შავი მაინც შეურიეთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოდის აქ, დაიბარეთ მთავრობაში და პრემიერ-მინისტრმა, ეროვნულმა ბანკმა და ვიღაცამ მოაწყვეს იქ ყრილობა, მოსახლეობა გაახარეს, რომ თურმე იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხი 2023 წლამდე ჰქონდათ აღებული [სესხის პროცენტი შეუმცირდებათ]. ესეც ვერ გაითვალისწინეთ, 15 მილიონს რომ აძლევდით, რატომ არ გაითვალისწინეთ ეს 150 000 ადამიანი, რომლებსაც ძველი სესხებით ძარცვავდნენ?! თურმე, რა ჰუმანურები ყოფილხართ, დღეიდან მოყოლებული ამ 150 000 პენსიონერს ისეთივე 26%-იანი პენსია ექნება, როგორც ჰქონდათ დანარჩენ პენსიონერებს და ეს დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადეთ. ვეთანხმები ქალბატონ ხატიას, დათვალეთ და 15 მილიონიდან, რასაც ბიუჯეტიდან აძლევთ საქართველოს ბანკს დაუბრუნეთ ამ 150 000 პენსიონერს, დაუბრუნეთ ის ზედმეტი ფული, ის განსხვავება, რაც სხვა პენსიონერთან შედარებით მათ გადაიხადეს სესხის მომსახურებაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა