ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ჯოზეფ ბორელი - დროა ევროპა "გამოფხიზლდეს" და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს

ნახვები: 587 ჯოზეფ ბორელი - დროა ევროპა "გამოფხიზლდეს" და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს

დროა ევროპა "გამოფხიზლდეს" და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა.

"უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს", - განაცხადა ბორელა.

მისი თქმით, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და ამიტომ „სრულად არ ესმით“ იმის მნიშვნელობა, რაც ხდება.

ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა ევროპა "გამოფხიზლდეს" და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს, აიღონ პასუხისმგებლობა და გააუმჯობესონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა მომზადდნენ „ნებისმიერი შემთხვევისთვის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა