ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

მამუკა მდინარაძე - არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ

02.03.2024 ნახვები: 556

არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ - ან ევროპა, ან ლგბტპროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა კანონზე მსჯელობა იმის გამო დაიწყება, რომ თუ ცდუნება იქნება, ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში ფრთები გაშალოს, ეს კარიც ამოიქოლოს.

„თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოწვევა, როგორც 2017 წელს არსებობდა - ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამოვქოლეთ ეს კარი. ჩვენ მოვიჭერით გზა და იმ ხალხს მოვუჭერით გზა, რადგან თუ ვინმეს მოუნდება, რომ დაგვაძალოს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, ვეტყვით, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის აკრძალული. ახლა კანონზე ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ იმიტომ, რომ თუკი როდისმე იქნება იმის ცდუნება, რომ ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში ფრთები გაშალოს ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, ეს კარიც ამოვქოლოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მდინარაძის თქმით, ოპონენტების მხრიდან მკაფიო პასუხი დღემდე ვერ მიიღეს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების გამიჯვნა ლგბტ პროპაგანდისგან.

„ჩვენ მკაფიო პასუხი მესამე დღეა ვერ მივიღეთ ჩვენი ოპონენტებისგან ზოგად საკითხზე, არათუ რაიმე დაწერილ ნორმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ შემოგვთავაზონ ვერსიები, როგორ გავმიჯნოთ მკაფიოდ ისე უფლებები, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანისა და ლგბტ პროპაგანდა მაგალითად და ამაზე ჩვენ კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია", - განაცხადა მდინარაძემ. 

ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, საქართველოს ღირსეულად, ორ ფეხზე მყარად დგომით უნდა შეძლოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.

„ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა - ასე არ უნდა დადგეს საკითხი. არც დგას, არც დავაყენოთ, არც ვიკადროთ! თუ ასე დადგება საკითხი, ეს არის დამაზიანებელი, დამანგრეველი. ამიტომ, იმედი მაქვს, ვერავინ გაგვიბედავს, რომ ამ ღირსეული მიდგომების გამო ასე დაგვიყენოს საკითხი. ჩვენ ღირსეულად, ორ ფეხზე მყარად დგომით, ღირსებით, ტრადიციების დაცვით, ეროვნული იდენტობით, ქრისტიანული ღირებულებებით შევძლოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ეს ერთად აღებული არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა