თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა“ 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას და „ჰამასის“ პასუხს ელის

ნახვები: 555 ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა“ 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას და „ჰამასის“ პასუხს ელის

ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა“ 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას და „ჰამასის“ პასუხს ელის.

ამის შესახებ CNN აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

CNN-ის წყაროს ინფორმაციით, ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა” ღაზას სექტორში 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას. ხოლო წინადადების მეორე ფაზა ამ 6 კვირის განმავლობაში იქნება შემუშავებული, “რათა რამე უფრო მყარი შეიქმნას.”

წყაროს ცნობით, არსებობს “ჩარჩო შეთანხმება”, რომელსაც ისრაელი “მეტ-ნაკლებად დათანხმდა,” უთანხმოების წერტილი კი იმაშია, რომ "ჰამასი" ჯერ არ დათანხმებულა “მოწყვლადი მძევლების განსაზღვრულ კატეგორიას.”

მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისრაელში “რამდენიმე შეხვედრა” და პარიზში ერთი შეხვედრა ჩაატარა. მისი თქმით, შეხვედრები “მიმდინარეობს” კატარის დედაქალაქ დოჰაში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა