თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

მემინგენი-ქუთაისის რეისზე ქართველმა რუსი სცემა

ნახვები: 555 მემინგენი-ქუთაისის რეისზე ქართველმა რუსი სცემა

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისზე საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქე სცემა.

ინცინდენტის გამო რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი მგზავრებს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე გოგოს ავიწროებდა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი. ჩხუბისა და ალიაქოთის გამო, დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს", - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა