ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ესაუბრა

ნახვები: 583 ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ესაუბრა.

როგორც „გარდიანი“ წერს, გასულ კვირას მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა გამორიცხული არ არის, ევროპაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. საფრანგეთში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მაკრონის ეს განცხადება დაგმეს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია.

დღევანდელ შეხვედრაზე მაკრონმა ფრანგული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარიზში გასულ კვირას გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგები გააცნო, სადაც ევროპელ ლიდერებთან ერთად, უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა.

ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრამდე მაკრონი ასევე ესაუბრა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტებს, ფრანსუა ოლანდს და ნიკოლა სარკოზის.

ელისეის სასახლეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ფრანსუა ოლანდამ ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, თუმცა, მისი თქმით, „ფრანგი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ უნდა მონაწილეობდნენ“.

კითხვას, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა არ უნდა იყოს გამორიცხული, ოლანდმა ასე უპასუხა: „რაც ნაკლებს ვილაპარაკებთ, მით უკეთესია“.

საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში უკრაინასთან დაკავშირებულ სტრატეგიას, მათ შორის, თებერვალში პარიზსა და კიევს შორის გაფორმებული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, შემდეგ კვირაში განიხილავენ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა