თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

გიგი წერეთელი - ევროპის სახალხო პარტიისა და მისი ლიდერების წარმატება საქართველოს დაჩქარებული ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა

ნახვები: 555 გიგი წერეთელი - ევროპის სახალხო პარტიისა და მისი ლიდერების წარმატება საქართველოს დაჩქარებული ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მონაწილეობდა, სადაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა, მანიფესტი გამოიცა და მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კონგრესზე სიტყვით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერები გამოვიდნენ და მაღალი დონის დისკუსიები წარიმართა. ევროპის სახალხო პარტიის დელეგატებმა კენჭისყრით ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩიეს. ახალი სტრუქტურების დაკომპლექტება ევროპარლამენტის არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყება.

„ივნისში, არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიისა და მისი ლიდერების, ურსულა ფონ დერ ლაიენის, რობერტა მეცოლას, მანფრედ ვებერისა და სხვების წარმატება, კვლავ საკვანძო პოზიციებზე ყოფნა დიდი მხარდაჭერა იქნება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, უკრაინის წარმატებისთვის, ევროპის გაფართოებისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთელი პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე EPP-ის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებთან და დელეგაციებთან შეხვედრები გამართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა