ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours
Macron, Merz to discuss support for Ukraine, European defense
President Zelensky outlines key priorities for Ukraine's new government
NATO chief expects Ukraine's new defense minister to maintain current strategy toward Russia
ტრამპი: „ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ“

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკრაინასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონის სტრატეგია დაამტკიცა

13.03.2024 ნახვები: 457

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგია მოიცავს უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფას.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაკრონის სტრატეგიის მომხრე 372 დეპუტატი იყო, 99 წინააღმდეგ წავიდა, 101-მა კი თავი შეიკავა.

13 მარტს სამთავრობო სტრატეგია სენატში უნდა განიხილონ, 14 მარტს კი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას უკრაინასთან დაკავშირებით ტელევიზიით მიმართავს.

კენჭისყრამდე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა კონფლიქტში გარდამტეხი მომენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის გამარჯვება წარმოადგენს „რეალურ საფრთხეს ფრანგი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებისთვის.“ ატალის თქმით, ხმის მიცემისგან თავის შეკავება ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს. ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ” თავი შეიკავა.

მარინ ლე პენმა გააკრიტიკა მაკრონის განცხადებები, რომ ის არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, ასევე – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ სტრატეგიის წინააღმდეგ მისცა ხმა. ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

ამასთან, კომუნისტური პარტიის ლიდერმა, ფაბიენ რუსელმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ აუცილებელია, დაიცვას „წითელი ხაზები“, რათა არ შევიდეს პირდაპირ ომში რუსეთთან. პარტია ასევე ეწინააღმდეგებოდა უკრაინასთან შეთანხმებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა