ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ჩავიდნენ
ქუთაისში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
პოლონეთი და ლიეტუვა აფრთხილებენ: რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ პროვოკაციას ამზადებდეს ნატო-ს წინააღმდეგ
კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს

მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე - აგენტის გარდა ამას ვერავინ იზამს

14.03.2024 ნახვები: 478

„ნაციონალური მოძრაობის“ გამო რომ გადაგაყენებ, შემდეგ მასთან კოალიციას შეგაქმნევინებენ საკრებულოებში და შემდეგ გაძახებინებენ, რატომ გყავთ სააკაშვილი პალატაში და არა ციხეშიო, აგენტის გარდა ამას ვერავინ იზამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებებს მმართველი გუნდის მისამართით, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, გახარიას ბრალდებები ტყუილია.

„ტყუილია, იმიტომ, რომ რესურსების განაწილების ინდიკატორებიც არსებობენ და ერთ-ერთი მოწინავეები ვართ. ყველაფრის ინდიკატორი არსებობს. ამის სპეციალური კვლევა არსებობს და იქაც მოწინავე პოზიციაზე ვართ. არიან ქვეყნები, სადაც მშპ შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ განაწილების კოეფიციენტი იყოს დაბალი. მართლაც, შეიძლება ელიტარული კორუფციის ხარჯზე განაწილების კოეფიციენტი იყოს დაბალი და ქვეყანა იყოს მე-80 ადგილზე, აქაც მოწინავეები ვართ, მსოფლიო ბანკმა არ იცის და გახარიამ იცის?

თავის საარჩევნო ნომერს იძახის თავის ოჯახის რაოდენობის ჩამოთვლისას. იცით რატომ თქვა ეს ციფრი? [25 ადამიანი] თავის საარჩევნო ნომერს ამბობს ხშირად და ტვინში დევს უკვე. ვინ ჩამოთვალა? ერთ-ერთი პირველი თქვა ირაკლი კობახიძე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რაღაცები არის ზეხარისხში ამ ქვეყანაში. ირაკლი კობახიძეზე რომ იტყვი კორუმპირებული ოჯახი ჰყავს, დამთავრდა, ხარ თაღლითი. ამას რომ იტყვი, უბრალოდ თაღლითი ხარ. ოპოზიციაც რომ ვერ ამბობს და შენ ამბობ , „ნაცებთან“ მოღალატე ადამიანი“, - განაცხადა მდინარაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა