გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

გიორგი ვაშაძე - მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან?

ნახვები: 516 გიორგი ვაშაძე - მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან?

მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში? რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას?, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უამრავ მოქალაქეს აინტერესებს, თუ რატომ არის ასეთი ძვირი ქვეყანაში საწვავი.

„მინდა ირაკლი კობახიძეს მივმართო: რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში? რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას? რა ბეგარას ახდევინებთ საქართველოს მოქალაქეებს თქვენ სასარგებლოდ? ამ კითხვებს თქვენ პასუხი უნდა გასცეთ. როგორ შეიძლება ასე თავი აარიდო ადამიანმა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს, ეს ხომ მარტო ჩემი შეკითხვა არ არის, ეს არის იმ უამრავი ადამიანის შეკითხვა, რომელიც ამ ძვირ საწვავს საკუთარ მანქანაში ასხამს. ხომ ცალსახაა, რომ ძვირი ბენზინი აძვირებს ცხოვრებას. ძვირი ბენზინის გამო ადამიანებს გადაადგილების პრობლემა აქვს, ძვირი საწვავის გამო პროდუქცია ძვირდება, მომსახურება ძვირდება, აბსოლუტურად ყველაფერი ძვირდება. შესაბამისად, კითხვა არის ძალიან კონკრეტული, სად მიდის ეს ლარნახევარი? ხომ არ შეიძლება თავი აარიდოთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს. გამოდით თუ არ გეშინიათ და ღიად გვითხარით, სად მიდის ეს ლარნახევარი? რატომ ძვირდება ასე სერიოზულად საწვავი, საზღვარზე შემოტანაზე არის 1 ლარი და 65 თეთრი, ორმაგდება ფასი უკვე, როცა ბენზინგასამართ სადგურებზე არის. ეს ყველაფერი ხომ არ არის იმ მაფიოზური „კლანური“ მონოპოლიის ბრალი, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ ამ ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესებთან ერთად, რომლიდანაც თქვენს ჯიბეში ილექება ეს ფული. რატომ აღარიბებთ ხალხს? სადამდე უნდა გამდიდრდეთ? სადამდე უნდა დააიგნოროთ ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ირაკლი კობახიძე ვუმეორებ, გაგვეცით პასუხი კითხვაზე, სად მიდის ლარნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან? პასუხისმგებელი ხართ, რომ გამოხვიდეთ და ამ კითხვას გასცეთ ძალიან კონკრეტული პასუხი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა