ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours
Macron, Merz to discuss support for Ukraine, European defense
President Zelensky outlines key priorities for Ukraine's new government
NATO chief expects Ukraine's new defense minister to maintain current strategy toward Russia
ტრამპი: „ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ“

გურამ მაჭარაშვილი - მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ“ კეზერაშვილი - როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს

14.03.2024 ნახვები: 449

მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ“ კეზერაშვილი - როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს, საკუთარი დამფუძნებელი მიიღო „მისტერ ობშორი“ ოლიგარქად; აქ ეძებდა საერთაშორისო სანქციებს და მიიღო „მისტერ ობშორის“ სანქციები შეერთებული შტატებიდან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „რასაც ცუდს, არასამართლიანად უსურვებ სხვას, ყოველთვის ბუმერანგით მოგიბრუნდება შენ”.

„პრინციპში, მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ” კეზერაშვილი. იმიტომ, რომ გარდა ქართული მართლმსაჯულებისა, საერთაშორისო სააგენტოების და არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების მხრიდან ბევრი მტკიცებულება აქვს, რომ ის ქართული ჯარის ფულს იპარავდა, არამედ ევროპელი პენსიონერების ფულს იპარავდა. მათ შორის, მისი გარემოცვა დაკავებულია მსგავსი მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ თავად კეზერაშვილი დიდი ბრიტანეთიდან კვიპროსში გადასახლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მას უკვე ოფიციალური ბრალი წაეყენება, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვასთან და ზოგადად, თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით. ასეა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს, საკუთარი დამფუძნებელი მიიღო „მისტერ ობშორი” ოლიგარქად. აქ ეძებდა საერთაშორისო სანქციებს და მიიღო „მისტერ ობშორის” სანქციები შეერთებული შტატებიდან. რასაც ცუდს, არასამართლიანად უსურვებ სხვას, ყოველთვის ბუმერანგით მოგიბრუნდება შენ”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გარდა ამ საკითხისა, მაჭარაშვილის თქმით, ზურაბ ადეიშვილსაც მოუწევს სასჯელის მოხდა, როგორც ყოფილ პრეზიდენტს, „მიხეილ სააკაშვილს დაეწია სამართალი და ახლა იხდის სასჯელს”.

„პატიმარ სააკაშვილსაც ეგონა, რომ სამართალი ვერ დაეწეოდა და კონტეინერში დაიმალა, მაგრამ მიაგნო სამართალმა და ახლა იხდის სასჯელს. ასე მოუწევს ადეიშვილსაც ადრე თუ გვიან და ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც აღიარებულია დამნაშავედ არა მხოლოდ სასამართლოს მიერ, არამედ, ქართული საზოგადოების მიერაც”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა