გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

თინა ბოკუჩავა - კეზერაშვილს საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, ამიტომ ნონსენსია თავისთავად თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა

ნახვები: 496 თინა ბოკუჩავა - კეზერაშვილს საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, ამიტომ ნონსენსია თავისთავად თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა

მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს [დავით კეზერაშვილს] საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. ამიტომ ნონსენსია თავისთავად ეს თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე ვიზის არ გაცემის ფაქტს.

ბოკუჩავა „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რომ დაინტერესდნენ იმ ადამიანების ყოფით და იმ უმძიმესი გზით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადიან, მაგალითად მექსიკა-ამერიკის საზღვარზე.

„ეს არის ხელისუფლების მორიგი სამთავრობო პროპაგანდისტული აბსურდი, რომელიც „შეთითხნეს“. მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს [დავით კეზერაშვილს] საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. ამიტომ „ნონსენსია“ თავისთავად ეს თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა. მე მათ ვურჩევდი, რომ დაინტერესდნენ იმ ადამიანების ყოფით და იმ უმძიმესი გზით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადიან, მაგალითად მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, რომელთაც არ აქვთ ვიზები, შესაბამისად ამერიკის ტერიტორიაზე შეღწევა უწევთ უვიზოდ. დამერწმუნეთ, ძალიან მძიმე ისტორიებს მოისმენენ და ამაზე ფოკუსირდნენ და კონცენტრირდნენ. საქართველოს მოქალაქეებს რომ ამ გზის გავლა არ უწევდეთ იმ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებამ შეიყვანა, ეს იქნებოდა მათი მხრიდან პასუხისმგებლობიანი საქციელი”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა