ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ირაკლი კობახიძე - მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გელათის ტაძარი

ნახვები: 583 ირაკლი კობახიძე - მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გელათის ტაძარი

გელათთან დაკავშირებით არავინ არაფერზე იხსნის პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გელათთან დაკავშირებით მას პირადად ჰქონდა აქტიური საუბრები, კონსულტაციები, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.

„მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც უკვე დაიწყება უახლოეს დღეებში. ყველაფერი გაკეთდება, რათა ტაძარი დაცული იყოს, მათ შორის, თქვენ იცით, რომ შექმნილი იყო სერიოზული პრობლემები. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტაძრის გამოშრობა, დაცული იყოს ფრესკები, დაცული იყოს მთლიანობაში ტაძარი, ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული საპატრიარქოსთან ერთად. მთავრობისგან იქნება ეს პროცესი მხარდაჭერილი, მათ შორის, პირველ რიგში, ფინანსურად და საპატრიარქო უზრუნველყოფს იმ სამუშაოების წარმართვას, რომლის საფუძველზე ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს ჩვენი უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა