ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ჩავიდნენ
ქუთაისში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
პოლონეთი და ლიეტუვა აფრთხილებენ: რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ პროვოკაციას ამზადებდეს ნატო-ს წინააღმდეგ
კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს

Associated Press - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა კვირას განახლდეს

16.03.2024 ნახვები: 479

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა კვირას განახლდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Associated Press-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები კვირას კატარში განახლდება. რამადანის დაწყების შემდეგ ეს მხარეებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იქნება.

მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე საერთაშორისო შუამავლები იმედოვნებდნენ, რომ რამადანის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტის ექვსკვირიანი შეთანხმების მიღწევა მოხდებოდა, თუმცა მოლაპარაკებები, რომელიც კაიროში მიმდინარეობდა, ჩაიშალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა