ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპის ლიდერები ჩავიდნენ
ქუთაისში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა
პოლონეთი და ლიეტუვა აფრთხილებენ: რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ პროვოკაციას ამზადებდეს ნატო-ს წინააღმდეგ
კახა კალაძე: დიდი დიღმიდან „დიდუბემდე“ ტრამვაის ხაზს თურქული კომპანია EYE მოაწყობს

კირილ ბუდანოვი - რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას

17.03.2024 ნახვები: 485

რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენს დავეხმარებით,- ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარ შენაერთებზე, რომლებიც უკრაინის მხარეს ებრძვიან.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ “რუსეთის თავისუფლება” ლეგიონის, “რუსული მოხალისე კორპუსისა” და “ციმბირის” ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება.

„ერთმნიშვნელოვნად ეს სუბიექტურობა ჩნდება, მათ დაჯგუფებებს ვეღარ დავარქმევთ, ეს უკვე ძალა ხდება. ახლა რამდენიმე არიან, ერთად მოქმედებენ, ახლოს არიან გაერთიანებასთან რუსეთის ტრანსფორმაციის საერთო ხედვის გარშემო. მათ შეუერთდებიან რუსეთის ოპოზიციური ძალები, რომლებიც როგორც ქვეყნის შიგნით იმყოფებიან, ასევე არიებით საზღვარგარეთაც,” - განაცხადა ბუდანოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შენაერთების წარმომადგენლები “უახლოეს პერიოდში გაჩერებას არ აპირებენ და ყველაფერს იზამენ, რაზეც ეყოფათ ძალა".

“24 თებერვლის მოვლენების პირველივე დღიდან გვეხმარებიან, საკმაოდ კარგად იბრძვიან. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. ჩვენის შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მათ დავეხმაროთ,“ - განაცხადა ბუდანოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა