ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

თეონა აქუბარდია „ოცნებას“ - უმადურობაა, რასაც აკეთებთ აშშ-სთან მიმართებაში

ნახვები: 574 თეონა აქუბარდია „ოცნებას“ - უმადურობაა, რასაც აკეთებთ აშშ-სთან მიმართებაში

უმადურობა მეგობრობის წარმოჩინების საუკეთესო საშუალება არ არის და უმადურობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, რამდენადაც ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესს ემსახურება, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აქუბარდიას შეფასებით, მთავარი საკითხი, რის გამოც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ს თავს ესხმიან, არის „შიში ძალაუფლების დაკარგვის და შიში კრიტიკის, რომელიც აუცილებლად დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში იქნება“.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ანტიამერიკული თავდასხმა ვიხილეთ პარლამენტში ჩვენი პირველი კანონმდებლისგან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეგახსენებთ ერთი მხრივ იმას, რომ პირდაპირი ფრენა რუსეთთან გვაქვს და ეს არც მეგობრობის ნიშანი არ უნდა იყოს და არც სტრატეგიული პარტნიორობის. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა, არც ამერიკა აღარ დაფრინავს რუსეთში, მაგრამ მეგობრობაც არ გესმით „ქართულ ოცნებაში“ , ნამდვილი ქართული მეგობრობა იმიტომ, რომ უმადურობა მეგობრობის წარმოჩინების საუკეთესო საშუალება არ არის და უმადურობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, რამდენადაც ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერეს ემსახურება: პირველი, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და აშშ-ს მხარდამჭერი აქტი კანონით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და არ აღიარების პოლიტიკას ემსახურება. სხვათა შორის, განსხვავებით ჩინეთისგან, რომელთა ერთადაც ცდილობთ ერთ სიბრტყეში წარმოაჩინოთ. დემოკრატია არის ასევე, ჩვენი არჩეული გზა და შეერთებული შტატები ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში. ნატო-ში წევრობა, რომელიც სამწუხაროდ, თქვენ ფარატინა ქაღალდად აქციეთ, ესეც საერთო ინტერესია. გუშინ ირაკლი კობახიძეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან სიტყვა რომ არ დასცდენია წევრობაზე და პარტნიორობაზე, რომ ილაპარაკა, ისე როგორც ეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა გააკეთა, ესეც ამის მანიშნებელია, რომ თქვენ ქვეყანა ნატო-ში არ მიგყავთ. ისიც მანიშნებელია, აქ ვეტო-ს დაძლევას რომ აპირებთ, რომ დემოკრატიის განხორციელებას არ აპირებთ და არც 9 რეკომენდაციის, რომელიც ანალოგიურად ნატო-ში წევრობისთვის არის საჭირო, ასე ამაყად რომ ყოყლოჩინობთ, რომ ვეტოს დაძლევთ და მოერევით პრეზიდენტის ამ პოზიციას. ეს პრეზიდენტის პოზიცია არ არის, ეს ვენეციის კომისიის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ წლების განმავლობაში ჯანდაცვის, განათლების სექტორში, საზღვრის დაცვის უსაფრთხოებაში, ქართულ ჯარში და უამრავი სხვა მიმართულებით დახმარება, რაც გაუკეთებია და ამაზე თქვენ ასე უდიერად ლაპარაკობთ, ეს არის უმადურობა.

მთავარი საკითხი, რისთვისაც თქვენ თავს ესხმით აშშ-ს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, არის თქვენი შიში, თქვენი შიში ძალაუფლების დაკარგვის და შიში კრიტიკის, რომელიც აუცილებლად იქნება დემოკრატიული რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში. ამ მოცემულობაში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აშშ იყო მათ შორის, ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც შეაფასა უკანონოდ ჩატარებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა