ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ოლაფ შოლცი - ვმუშაობთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად

ნახვები: 584 ოლაფ შოლცი - ვმუშაობთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირში მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად მუშაობს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ოლაფ შოლცმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის იმედი.

„კარგი ამბავი: ჩვენ პროგრესს ვაღწევთ გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერ იმას, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის ამდენი ძალისხმევის შემდეგ ჩვენ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ამ ქვეყნისთვის, ისევე როგორც ეს უკვე გავხადეთ შესაძლებელი მრავალი სხვა ქვეყნისთვის. მჯერა, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაპირება 20 წელზე მეტი ხნის წინ გაიცა თესალონიკში. ახლა ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღების შეძენას.

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი დღეს დაიწყო. შეხვედრაზე მაღალჩინოსნები უკრაინის მხარდაჭერის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, მიგრაციას, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკითხებს. სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეშიც ესწრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა