ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

აზერბაიჯანში დააკავეს პირი, რომელიც ქვეყანაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდა

25.03.2024 ნახვები: 556

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს პირი, რომელიც ქვეყანაში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობაში პანიკის შექმნისა და სახელმწიფო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების მიზნით, აზერბაიჯანის 1988 წელს დაბადებული მოქალაქე, ბაჰრუზ ასკაროვი, რომელიც ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში, სხვა პირებთან თანამშრომლობით ემზადებოდა ტერორისტული აქტების ჩასადენად, რომლებიც მოჰყვებოდა ადამიანების სიკვდილი და სხვა სოციალურად საშიში შედეგები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბაჰრუზ ასკაროვმა რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები პირები ჩართო საიდუმლო კომუნიკაციაში და მისცა მათ მითითებები, მოეწყოთ ქალაქ ლენქორანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მკვლელობის მცდელობა. ასევე დადგინდა, რომ ბაჰრუზ ასკაროვმა მასთან კონტაქტში მყოფ პირებს დაავალა უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობა, რომელიც აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

ამასთან, აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ასკეროვი გეგმავდა სამხედრო წვრთნების მოწყობას უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ პირების მონაწილეობით, რომლებთანაც ის კონტაქტში იყო, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მან ეს ვერ შეძლო.

კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბაჰრუზ ასკაროვი დააკავეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დააკისრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა