ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ სულში ჩამწვდომი მზერით თუ მეტყვის, ლგბტ პროპაგანდა აკრძალული რომ არ იყო, ჩემი ცხოვრება ცუდისკენ შეიცვალა, ვეცდები, მათ მდგომარეობაში შევიდე

ნახვები: 579 იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ სულში ჩამწვდომი მზერით თუ მეტყვის, ლგბტ პროპაგანდა აკრძალული რომ არ იყო, ჩემი ცხოვრება ცუდისკენ შეიცვალა, ვეცდები, მათ მდგომარეობაში შევიდე

ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ დაზარალებული პირები არ არიან წარმომადგენილი და საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ეს თემა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ პარტია „ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება რამდენად იქნება შესაძლებელი, არ ვიცი, რადგან როგორც იცით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ წარმოადგინა ადამიანი, რომელიც შეწუხებული იყო ამ პრობლემით და ბავშვობაში რამე უბედური შემთხვევა დაემართა ლგბტ პროპაგანდის გავლენით. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ადამიანის ხმა სჭირდება, „ნაცების“ მხარდაჭერა აუცილებელია. არ ვიცი, „ნაცები“ წარმოადგენენ თუ არა ასეთ ადამიანს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ დაზარალებული პირები არ არიან წარმომადგენლები და საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ეს თემა.

არ ვიცი, აღმოჩნდება თუ არა მომდევნო მოწვევის პარლამენტში ადამიანი, ვისაც ერთხელ ტვინი აემღვრა და რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ არ აღმოჩნდება არც იქ, ე.ი. არ ყოფილა ქართული ერის საფრთხე გაპიდარასტება. თუ „ქართული ოცნება“ სულში ჩამწვდომი მზერით მეტყვის – თქვენ არ იცით, რა საფრთხეს ვებრძვით ახლა, მე შემემთხვა ეს საფრთხე და თავის დროზე რომ არ იყო აკრძალული ლგბტ პროპაგანდა, ამან ჩემი ცხოვრება ცუდისკენ შეცვალა. როცა ამას იტყვიან, მერე ვეცდები, მათ მდგომარეობაში შევიდე და წარმოვიდგინო, რა უბედურება შეიძლება, დაემართოს ადამიანს ლგბტ პროპაგანდის შედეგად. მე ასეთი ტიპის საფრთხე არ მემუქრება და არასდროს მიმაჩნდა საკუთარი თავი ისეთ ადამიანად, ვისაც ლგბტ პროპაგანდის შედეგად რამე შეეცვლებოდა“,-  განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო  უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა