ევროკომისარი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით
War update: 244 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,120 over past day
Trump ready to back Russia sanctions championed by Senator Graham – CNN
Russian oil refining falls to 21-year low after Ukrainian drone strikes – Bloomberg
Russian air defense units in Crimea facing severe fuel shortages – Atesh
Ukraine receives new F-16 mobile simulators
Zelensky: Ukraine needs 300 Patriot missiles to defend this winter

მამუკა მდინარაძე - ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, ცვლილებების მიზანია მომავალი თაობების დაცვა მავნე პროპაგანდის შედეგებისგან

26.03.2024 ნახვები: 521

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებების მიზანია ოჯახური ღირებულებების, არასწრულოვნების დაცვა და არა რაიმეს აკრძალვა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გასამიჯნია.

„ბავშვებს უკვე ქართულ ენაზე ნათარგმნ ანიმაციურ პროპაგანდისტულ ფილმებს აყურებინებენ. ბავშვებს ანიმაციურ ფილმში რომ უქადაგებ, ბედნიერება ამის გარეშე წარმოუდგენელია, ეს პროპაგანდის კლასიკური მაგალითია. ჩვენ ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ და გავაცალკევოთ. პროპაგანდისტები კი ცდილობენ, პროპაგანდა და უფლებები ერთმანეთში აურიონ. ეს მთავარი ღირებულებითი ხაზია და ამ ხაზზე ბრძოლა, ღირებულებითი ომი მიმდინარეობს, რაშიც ვერ გაიმარჯვებენ, რადგან მართლები ვართ.

მგონი, მათ ჰომოფობიის მნიშვნელობა არ იციან. მოდით, ბევრჯერ კარგად ავუხსნათ, ჰომოფობია რას ნიშნავს. უფლებებს მიჯნავ პროპაგანდისგან და მავნე შედეგისგან. სინამდვილეში, რაიმეს აკრძალვა კი არ ხდება, უპირატესი მიზანია მომავალი თაობების დაცვა მავნე, საშინელი პროპაგანდის შედეგებისგან, ამისგან შვილებისა და შვილიშვილების დაცვა. დიახ, პრიორიტეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასწრულოვნების დაცვაა და არა რაღაცის აკრძალვა. ამ ყველაფერს ერთმანეთში ურევენ, ჩვენ კი, უფლებების და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნას ვცდილობთ.

ოპოზიცია ამ ცვლილებებს ხან ფაშიზმს დაუძახებს, ხან ჰომოფობიას. მათი კამპანია აგებულია იმაზე, თითქოს ეს ჰომოფობიური კანონპროექტია. ანუ, ბავშვებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვა ჰომოფობიაა. წარმოიდგინეთ, რაზე დავიდნენ, რაზე აკეთებენ შტურმს. დაიწყებენ ხალხის მოტყუებას, რომ ნაწარმოებს აკრძალავენო, საოცრებებს ილაპარაკებენ, რასაც არ დავუშვებთ. ამ პიარულ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ, რადგან მართლები ვართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა