თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

ნახვები: 555 თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გაუზიარეს ცოდნა. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.

კამპანია „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში, ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკვე მეათედ ჩატარდა. მსოფლიოში კი, კვირეული 2012 წლიდან 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი მთავარი მიზანი, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

თიბისი, ყოველწლიურად, აქტიურადაა ჩართული კვირეულში და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს ატარებს, როგორც სოციალური ქსელებში ასევე, ფიზიკურ გარემოში.   გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მასთან არსებულ, ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუსთან ერთად, თიბისი მონაწილეობს მოსწავლეთა და მასწავლებლების სხვადასხვა შემეცნებით-საინფორმაციო კამპანიებში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა