ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა

ნახვები: 584 შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა

როგორც ჩანს, სააკაშვილს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიამ განაცხადებას, რომ „სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლის აკრძალვის შესახებ სარჩელზე სასამართლო სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა და მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია“, პაპუაშვილის თქმით, კორძაიას სხდომაზე არგუმენტების წარდგენა მოუწევს და მისთვისვე უმჯობესია, რომ სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.

„კარგია, რომ ადასტურებთ, ჯანმრთელობის პრობლემის საკითხი მოიხსნა. როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ ყოველ დღე არ ჰყავდა პოლიტიკოსები, როგორც ეს წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ. მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. დაასახელონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობენ, რომ უსამართლო იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყოველთვის არის და ამიტომაც არსებობს ინსტანციები, რომ გადაწყვეტილებები დაკორექტირდეს, მაგრამ ოპოზიცია მსგავს მაგალითს ვერ ასახელებს. როგორც ჩანს, თამარ კორძაიამ იფიქრა და სააკაშვილთან მისი შესვლის თაობაზე სარჩელი დაასახელა, როგორც  ქართულ მართლმსაჯლებაში პოლიტიკური ჩარევის მაგალითი.

მისთვისვე კარგია, სასამართლოს სხდომა რომ ჯერ არ ჩანიშნულა. როგორც კი ჩაინიშნება, მას არგუმენტების წარდგენა მოუწევს. მის ადგილას ვინატრებდი, სხდომა რაც შეიძლება დიდი ხანი არ ჩაინიშნოს და დიდი ხანი არ გამოჩნდეს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს, მისი მოთხოვნა რამდენად აბსურდულია. პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, პატიმართან შესვლის უფლება სხვა დეპუტატს მისცეს. ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. არ ვაპირებ, რადგან ფაქტია, რომ შედეგია კარგი – მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, როგორც ჩანს და როგორც თავად ამტკიცებდა. კარგი გადაწყვეტილებაა და თავად უნდა მიესალმოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა