ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?

28.03.2024 ნახვები: 554

სახალხო დამცველის მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა.

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში ცალკეულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე გაეცნენ.

„სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოწვეულ ექსპერტთან და ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი 9 სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება შეამოწმეს, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, შეისწავლეს უფლებამოსილი უწყებებიდან გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია.

მონიტორინგმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები გამოავლინა.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ანგარიში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული პირებისათვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა