მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძეს კიდევ 51 ჯარიმა ჩაბარდა, ჯამური თანხა 710 000 ლარს აღწევს
ზვიად მაისაშვილი: შეუძლებელია ვიცოდე, რეალურად ეს ადამიანები არიან თუ არა, რადგან მათი სახეები არ მინახავს
გურამ როგავა: ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი ვიდეოში ასახულ პირს არ ჰგავს
ზურა ჯაფარიძე: პოლიციელები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის აღებისკენ ჟესტებით მოვუწოდებდით, თუმცა ჩვენი ხმა არ ესმოდათ
გოჩა მირცხულავა: საფრანგეთის ხელისუფლება დაფიქრდეს, მათი მოქალაქე ივანიშვილი საქართველოში რას ჩადის

ლევან კობიაშვილი - საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა უდიდესი წარმატებისთვის

02.04.2024 ნახვები: 568

საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ათეულობით წლები ახორციელებდა ქველმოქმედებას ისე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არავინ იცოდა.

"რამდენიმე მედიასაშუალებამ მომეტებული ინტერესი გამოხატა იმის შესახებ, მიიღო თუ არა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მილოცვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან.

მინდა ვუთხრა ამ თემით დაინტერესებულ მედიას, რომ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის. ბიძინა ივანიშვილი ათეულობით წლების განმავლობაში ახორციელებდა ქველმოქმედებას ისე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არავინ იცოდა და რა გასაკვირია, რომ გულითადი მილოცვა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ყოველგვარი აფიშირების გარეშე მიიღო", - აცხადებს ლევან კობიაშვილი “რუსთავი2“-თან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა